იოზვიაკი: "საქართველოსგან პროვოკაციულ ქმედებებს ვხედავთ, რაც შეიძლება, ცუდად დასრულდეს"

25-05-2023 09:30:47 ციტატა

"ამ ტიპის სანქციები, რომლებზეც ევროკავშირი ახლა ფიქრობს, ერთგვარი ბოლო საშუალებაა. ევროკავშირი ახლა ეცდება, რომ ცოტათი შეაშინოს ქვეყნები. ბატონი სალივანი, რომელიც საქართველოში ჩამოდის, ეტყვის ხელისუფლებას, რომ თუ ისინი ასე გააგრძელებენ, ეს სანქციები დაუწესდებათ. ევროკავშირს უყვარს საუბარი, განხილვა და შესაძლოა, ახლა საქართველო სანქციებს არ უნდა ელოდოს, მაგრამ თუ არაფერი გამოსწორდა, ეს აუცილებლად მოხდება. ვაჭრობა ევროკავშირთან გაიზარდა და ეს კარგია, მაგრამ ის გაიზარდა ძალიან მკვეთრად, რაც კითხვებს აჩენს. ბუნებრივია, რომ არსებობს ეჭვები, რომ ის, რაც საქართველოში შემოდის, საბოლოოდ რუსეთში გადადის. სალივანმა ეს უკვე თქვა ცენტრალურ აზიაში და საქართველოს ხელისუფლებასაც იმავეს ეტყვის. საქართველომ არ უნდა გააკეთოს ისეთი რამე, რაც ამ გზას [კანდიდატი სტატუსის] დააზარალებს. ასეთი კი ძალიან ბევრი მოხდა, ფრენების აღდგენა რუსეთთან, ლავროვის შვილის გამოჩენა საქართველოში, ღარიბაშვილის ვიზიტი ბუდაპეშტში. ბრიუსელში ძალიან ღელავენ იმაზე, რაც თქვენ ქვეყანაში ხდება, პროვოკაციული ქმედებები არ უნდა იყოს საქართველოს მხრიდან, ჩვენ კი მხოლოდ პროვოკაციულ ქმედებებს ვხედავთ, რაც შეიძლება, ცუდად დასრულდეს", ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა განაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები