
„ივანიშვილი ელჩებს ეუბნება, ფეხებზე მკიდიხართო“
18/11/2019 12:47:21 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება
პარლამენტის წინ შეკრებილი დემონსტრანტებისთვის მიცემული 30–წუთიანი ვადა იწურება, დემონსტრანტები დაშლას არ აპირებენ და ქალბატონებს მოუწოდებენ, უკანა რიგში დადგნენ.
„არ დამიწყოთ გმირობა“,– მიმართა მათ ენმ–ის წევრმა გრიგოლ ვაშაძემ.
მომიტინგეები დაშლისთვის ემზადებიან. უნდა აღინიშნოს, რომ 18:00 საათზე ოპოზიციის წარმომადგენლებს საქარველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან აქვს დაგეგმილი შეხვედრა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთ ლიდერ გიგი უგულავას შეფასებით, ამ ქმედებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი „ელჩებს ეუბნება, ფეხებზე მკიდიხართო“.
მისივე თქმით, ივანიშვილი საქართველოში ოპოზიციის მისამართით მიმართავს იგივე მეთოდებს, რასაც კრემლის ლიდერი რუსეთში.
„მას სურს, გაანადგუროს ოპოზიცია“,– დასძინა მან.