Accentnews.ge
7 NGO საგანგებო განცხადებას ავრცელებს

7 NGO საგანგებო განცხადებას ავრცელებს

18/11/2019 12:52:56 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

7 NGO რუსთაველზე პარლამენტის წინ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს:  

"სახელმწიფოში მიმდინარე დაძაბული პოლიტიკური პროცესების ფონზე მოვუწოდებთ ხელისუფლებას: უარი თქვას აქციის მონაწილეთა მიმართებით ძალის გამოყენების ნებისმიერ ფორმასა და სიტუაციის ესკალაციაზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სრული პოლიტიკური დესტაბილიზაცია და მოვლენათა შემდგომი განვითარება ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოების მიღმა მოაქციოს.

საერთაშორისო ორგანიზაციების მითითებების შესაბამისად იმოქმედოს კონსტიტუციის ფარგლებში დემოკრატიული პრინციპების მიხედვით, საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების მიზნით. მიიღოს პრევენციული ზომები სამართალდამცავების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების გადაჭარბების ყოველგვარი რისკის გასანეიტრალებლად.

იმოქმედოს პოლიტიკური ანგარიშვალდებულების შესაბამისად, აწარმოოს კონსტრუქციული დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან და მათი ჩართულობით უზრუნველყოფით დაიწყოს მუშაობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ: 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - EMC

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - TI

ღია საზოგადოების ფონდი - OSGF

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S