
ძალოვანებმა აქციის დაშლა დაიწყეს (LIVE)
18/11/2019 13:05:53 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ძალოვანებმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს.
სამოქალაქო აქტივისტებს და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს პარლამენტის შესასვლელებთან კარვები აქვთ გაშლილი და საკანონმდებლო ორგანოს სამივე შესასვლელი ბლოკირებულია. დაშლამდე პოლიციამ აქციის მონაწილეებს 30 წუთი მისცა, რომელიც 16:40სთ–ზე ამოიწურა. მანამდე შსს–მ აქციის მონაწილეებს 2–ჯერ გააფრთხილა.
დღეს საქართველოს პარლამენტში 12 საათზე და 15:00 საათზე ჩანიშნული სხდომები ვერ გაიმართა. პარლამენტში მისული დეპუტატები აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს.