
ეკა ბესელია – ხელისუფლებას: „არ გამოიყენოთ ძალა, ნუ დაემსგავსებით წარსულს!“
18/11/2019 13:12:18 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
დამოუკიდებელი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ეკა ბესელია ხელისუფლებას მოუწოდებს, ნუ გამოიყენებს ძალას მომიტინგეთა წინააღმდეგ.
„ კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას-არ გამოიყენოთ ძალა და არ დაარბიოთ აქცია!
ნუ დაემსგავსებით წარსულს და გაიხედეთ მომავლისკენ!
დიალოგი და პრობლემის გადაწყვეტა არის გამოსავალი!!!“,– წერს ბესელია, რომელიც ამ დროისთვის საზღვარგარეთ იმყოფება.
სპეციალური დანიშნულების რაზმმა მომიტინგეთა დაშლა დაიწყო. ამ დროისთვის პარლამენტთან დაპირისპირებაა. მომიტინგეები სპეცრაზმელებს ხელებაწეული შეხვდნენ.