
პოლიციამ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყო – სიტუაცია დაძაბულია
18/11/2019 13:19:27 სხვა, საზოგადოება
პარლამენტის უკანა შესასვლელთან სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს. სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გაუშვა. ადგილზე სიტუაცია დაძაბულია, თავმოყრილია დიდი რაოდენობით სპეცრაზმელი. მომიტინგეები ამ ეტაპზე არ იშლებიან. მათი ნაწილი ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმელების წინ ქვაფენილზე დაჯდა და ამ ფორმით ცდილობს მათ შეჩერებას. ადგილზე შეხლა–შემოხლაა. რამდენიმე მომიტინგე დააკავეს.
ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკური ლიდერებიც.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ საგარეო პოლიტიკურ უწყებაში დიპლომატები იკრიბებიან.