
დაპირისპირება გრძელდება –არიან დაკავებულები და დაშავებულები
18/11/2019 13:32:54 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაკავებულები არიან ენმ–ის წევრები ირაკლი ნადირაძე და ოთარ სირაძე. ვრცელდება ინფორმაცია ზუკა ბერძენიშვილისა და გიგა მაქარაშვილის დაკავების შესახებაც. ამასთან, არიან დაშავებულები. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები და ისინი ცდილობენ მომიტინგეთა დახმარებას.
პარლამენტთან ამ დროისთვის დაპირისპირება გრძელდება. პოლიციამ მომიტინგეთა მისამართით წყლის ჭავლი გამოიყენა და გაწმინდა საკანონმდებლო ორგანოს მთავარი შესასვლელი. ამასთან, მომიტინგეთა მისამართით დაიძრა სპეციალური რაზმი, რომელიც ოპერის შენობასთან იყო მობილიზებული.
ოპოზიციის ნაწილი 9 აპრილის ქუჩაზეა კონცენტრირებული. მათ მოუწოდებენ, გაათავისუფლონ გზა. სავარაუდოდ, ქუჩის გაწმენდა ამ ლოკაციაზეც დაიწყება.
დემონსტრანტები სპეცრაზმს ხელებაწეული „საქართველოს“ შეძახილით შეხვდა.