Accentnews.ge
ზუკა ბერძენიშვილი და გიგა მაქარაშვილი დააკავეს

ზუკა ბერძენიშვილი და გიგა მაქარაშვილი დააკავეს

18/11/2019 13:31:17 სხვა, სამართალი

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციიის დაშლისას რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის არის "რესპუბლიკური" პარტიის ლიდერის დავით ბერძენიშვილის შვილი ზუკა ბერძენიშვილი. ასევე დაკავებულია "სირცხვილიას" ერთ-ერთი ლიდერი გიგა მაქარაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში“, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია.

შეგახსენებთ, სპეცდანიშნულების რაზმმა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო აქციის დაშლა. მომიტინგეების დაშლას წყლის ჭავლით ცდილობენ. 

"აქცენტი" ცდილობს შსს–ს დაუკავშირდეს და უწყების კომენტარს მირებისთანავე შემოგთავაზებთ. 


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S