
რუსთაველი კარვებისგან გაათავისუფლეს
18/11/2019 13:44:40 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება
სპეცრაზმმა არა მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს მოხსნა პიკეტირება, არამედ რუსთაველის გამზირზს კარვებისგან ათავისუფლებენ. ერთ–ერთი მომიტინგე ასვალტზე დაწვა და ამ გზით სცადა სპეცრზმის შეჩერება, თუმცა მას ზედ გადაუარეს.

საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელის მსგავსაც წყლის ჭავლს იყენებენ რუსთაველის გამზირზეც. „სირცხვილი!“– ისმის მომიტინგეთა შეძახილები. აქციის დაშლის პროცესს უკვე ჰყავს დაშავებულები და დაკავებულები. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან პოლიტიკოსები და ასევე „სირცხვილიას“ წევრები ზუკა ბერძენიშვილი და გიგა მაქარაშვილი.