
ზურაბ ჯაფარიძეც დააკავეს
18/11/2019 13:43:41 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
პარლამენტთან აქციიის დაშლისას "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით სულ 10-მდე ადამიანია დაკავებული, მათ შორის არიან "რესპუბლიკური" პარტიის ლიდერის, დავით ბერძენიშვილის შვილი ზუკა ბერძენიშვილი. ასევე დაკავებულია "სირცხვილიას" ერთ-ერთი ლიდერი გიგა მაქარაშვილი.
შეგახსენებთ, სპეცდანიშნულების რაზმმა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო აქციის დაშლა. მომიტინგეების დაშლას წყლის ჭავლით ცდილობენ.