Accentnews.ge
გიორგი კეკელიძე  – მომიტინგეებს: "შემოაფარეთ თავი ეროვნულ ბიბლიოთეკას"

გიორგი კეკელიძე – მომიტინგეებს: "შემოაფარეთ თავი ეროვნულ ბიბლიოთეკას"

18/11/2019 13:52:42 სხვა, საზოგადოება

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე აქციის მონაწილეებს მიმართავს და თავშესაფრად ეროვნულ ბიბლიოთეკას სთავაზობს.

„აქციის დაშლისას (თუკი ეს მოხდება) ვინმე დაზიანებულს ან უბრალოდ წამოსულს სადმე თავის შეფარება თუ მოუნდება, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკის კარი ღია იქნება. მე ახლა იქ ვარ, ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკა ახლოს არის მოვლენების ეპიცენტრთან. და ჩემთვის სამყაროს ცენტრში დგას ადამიანი. ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი შეხედულებისა. და იქ სადაც წიგნები ინახება, ადამიანების ადგილიც არის“, - წერს კეკელიძე.

შეგახსენებთ, რომ სპეცრაზმმა მომიტინგეების დაშლა დაიწყო. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S