Accentnews.ge
„საქართველოში დემოკრატიისა და მმართველობის გაუმჯობესების პროცესი უხეშად გამოიყურება“

„საქართველოში დემოკრატიისა და მმართველობის გაუმჯობესების პროცესი უხეშად გამოიყურება“

18/11/2019 14:12:56 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

Heritage Foundation“–ის მკვლევარ ლუკ კოფის თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ „საქართველოში დემოკრატიისა და მმართველობის გაუმჯობესების პროცესი უხეშად გამოიყურება“.

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ საქართველოში დემოკრატიისა და მმართველობის გაუმჯობესება ხანგრძლივი პროცესი იქნებოდა (როგორც ეს ყველა დემოკრატიის შემთხვევაში ხდება), მაგრამ სწორი მიმართულებით მიმავალი საქართველოსთვის სიჩქარეს დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს.  ვცდილობ, კომენტარი არ გავაკეთო საშინაო პოლიტიკაზე, მაგრამ ეს პროცესი უხეშად გამოიყურება“, – წერს კოფი სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის: ამ წუთებში თბილისში, პარლამეტთან აქციას ძალოვანები წყლის ჭავლის გამოყენებით შლიან. პროტესტი ხელისუფლების მიერ დადებული პირობის უკან წაღებას მოჰყვა. 20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S