Accentnews.ge
„ქართული ოცნება“ - ვულოცავთ რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში დამსახურებულ გამარჯვებას და „სახალხო ალიანსს” საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას

„ქართული ოცნება“ - ვულოცავთ რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში დამსახურებულ გამარჯვებას და „სახალხო ალიანსს” საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას

29/05/2023 05:57:34 პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში დამსახურებულ გამარჯვებას და „სახალხო ალიანსს” საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას მმაღთველი პარტია ავრცელებს.

„თურქეთმა შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია ბოლო წლებში და ეს, თავის მხრივ, არჩევნების შედეგებითაც დადასტურდა.

საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობარ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას როგორც თურქეთის, ისე რეგიონის წინსვლისთვის.

გვჯერა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველობის შემდეგ ეტაპზე ორ მეგობარ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობა, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება“, – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S