Accentnews.ge
ლევან სამუშია: „ალყაში ვართ!"

ლევან სამუშია: „ალყაში ვართ!"

18/11/2019 14:19:12 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება

სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა პარლამენტის ყველა შესასვლელი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს და აიღეს კარვები. აღნიშნულ ტერიტორიას სპეცრაზმი აკონტროლებს.

სამართალდმცავებმა ტერიტორიიდან აქციის რამდენიმე მონაწილეც გაიყვანეს. ჯერჯერობით დაკავებულთა რაოდენობა უცნობია. ასევე, აქციის დაშლისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ამ დროისთვის სპეცრაზმი შეჩერებულია, მომიტინგეების ნაწილი პარლამენტის წინაა გამაგრებული. განახლდა სიტყვით გამოსვლები, თუმცა მიტინგის გარშემო სპეცრაზმია მობილიზებული. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილიდან, სადაც ამ დროისთვის მომიტინგეთა შემორჩენილი ნაწილი იმყოფება, პარლამენტის შენობის პიკეტირება შეუძლებელია. ისინი ვერ შეუშლიან ხელს დეპუტატებს პარლამენტში შესვლაში. 

„ალყაში ვართ! ხალხს არ აძლევენ გადაადგილების სასუალებას. ვკითხულობთ, რის საფუძველზე არ აძლევენ ხალხს გადაადგილების უფლებას, რაც მათ კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული?",– განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ლევან სამუშიამ.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის მმართველი გუნდის დეპუტატები პარლამენტში იკრიბებიან და განახლდება ბიუროს დაგეგმილი სხდომა, თუმცა პარლამენტში ჟურნალისტებს არ უშვებენ.    

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S