
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამერიკელი სენატორი ძებნილთა სიაში შეიყვანა
29/05/2023 07:39:48 მსოფლიო
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამერიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი ძებნილთა სიაში შეიყვანა, – იუწყება რუსული სამთავრობო მედია.
"1955 წლის 9 ივლისს დაბადებული ამერიკელი გრეჰემ ლინდსი ოლინი იძებნება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით", - აღნიშნულია შსს–ს მონაცემთა ბაზაში. უწყებას დაზუსტებული არ აქვს კონკრეტულად რა მუხლით მოხვდა სენატორი ძებნილთა სიაში.
როგორც დასავლური მედია წერს, მიზეზი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და გრეჰემის შეხვედრის დამონტაჟებული ვიდეოჩანაწერი გახდა, რომელშიც სენატორი თითქოს აცხადებს, რომ ომში რუსების დაღუპვა აშშ-ის ფულის კარგ გამოყენებად ითვლება.