
ოპოზიციის წარმომადგენლები დიპლომატებს ხვდებიან:"ხელისუფლების მაგივრად მოვუხდი ბოდიშს"
18/11/2019 14:32:26 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ოპოზიციის წარმომადგენლები დიპლომატიურ კორპუსს ხვდებიან. შეხვედრა ამ წუთებში სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარეობს.
„მე დღეს მათ ხელისუფლების მაგივრად მოვუხდი ბოდიშს იმის გამო, რაც მათ ბიძინა ივანიშვილმა აკადრა“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, პარტნიორების მოწოდებაზე, შედგეს დიალოგი, ხელისუფლების პასუხი იყო წყლის ჭავლი, ოპოზიცია კი პარტნიორებთან გამოსავლის გზებზე ისაუბრებს.
„ეს არის ხელისუფლება, რომელიც საკუთარი სკამისთვის მიდის პარტნიორების წინააღმდეგ და აზიანებს ქვეყანას“,– აღნიშნა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა პარლამენტის ყველა შესასვლელი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. პარლამენტში სესვლის უფლებას არ აძლევენ ჟურნალისტებს. დემონსტრანტების დარჩენილი ნაწილი პარლამენტის შენობის წინაა კონცენტრირებული სპეცრაზმის ალყაში.