Accentnews.ge
პარლამენტთან ვითარება დაიძაბა – პოლიციამ ელისაშვილის დაკავება სცადა

პარლამენტთან ვითარება დაიძაბა – პოლიციამ ელისაშვილის დაკავება სცადა

18/11/2019 15:12:46 სხვა, საზოგადოება

პარლამენტთან ვითარება დაიძაბა. ინციდენტი პოლიციელებსა და ალეკო ელისაშვილს შორის მოხდა. მის დამსახმარებლად მომიტინგეებთან ერთად გიორგი ვაშაძე მივიდა. ადგილზე შეხლა–შემოხლა იყო. პოლიციამ ელისაშვილის დაკავება სცადა. დაკავებულია რამდენიმე პირი. 

როგორც მოგვიანებით ალესაშვილმა განმარტა, ის აკაკის და ილიას ძეგლთან იდგა და პარლამენტის წინ მყოფ დემონსტრანტებთან გადასვლას ცდილობდა, თუმცა პოლიციამ ამის შესაძლებლობა არ მისცა და დაპირისპირებაც ამას მოჰყვა, შემდეგ კი მისი დაკავება სცადეს.

"დემონსტრანტებმა გამომიხსნეს",– აღნიშნა ელისაშვილმა.  

რუსთაველის გამზირის სავალი გზა ამ დროისთვის თავისუფალია, თუმცა მომიტინგეები აანონსებენ, რომ ის ისევ გადაიკეტება. 

შეგახსენებთ, რომ სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელები მომიტინგეებისგან ძალის გამოყენებით გაწმინდა. ამ დროისთვის მომიტინგეთა ნაწილი პარლამენტის შენობის წინ რჩება. ამ დროისთვის 18 პირია დაკავებული. ოპოზიცია დიპკორპუსს ხვდება. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S