კალიურანდი – ფრენებზე: "საქართველოს პრობლემებს უქმნის, მთავრობა მტკიცე პოზიციაზე უნდა იყოს"

29-05-2023 21:44:49 ციტატა

"თუ გსურთ გახდეთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, მაშინ თქვენგან ველით, რომ დააკმაყოფილოთ საგარეო პოლიტიკის პრინციპები. შეიძლება 100%-ით ეს ვერ შესრულდეს, მაგრამ ამჟამად ვსაუბრობთ რუსეთზე, აგრესორ ქვეყანაზე, რომელიც ევროპარლამენტის მიერ აღიარებულია ქვეყნად, რომელიც ტერორიზმს უჭერს მხარს, ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფოზე, რომელთანაც ყველა სავაჭრო ურთიერთობა შეწყვიტა ევროპარლამენტმა; რომლის პრეზიდენტიც გამოცხადდა კრიმინალად. თუ ქვეყანა, რომელსაც სურვილი აქვს მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდეს ევროკავშირთან, ამ პრინციპულ საკითხზე სხვა მიმართულებით მიდის და აფართოებს რუსეთის ინვესტიციებს, კავშირებს და აღადგენს ფრენებს რუსეთთან, ეს არამხოლოდ კითხვაა იმაზე, რომ თვითმფრინავები იფრენენ თუ არა, ეს არის საკითხი ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების მიმართ. ჩვენ ვიცით, რომ პუტინი ძალიან კარგად თამაშობს, როდესაც ერთ ქვეყანას მეორეს უპირისპირებს და ეს ნაბიჯი ფრენების აღდგენაზე, არ არის იმისთვის, რომ დამატებით პოპულარობა და მეგობრები შეეძინა, ეს არის საქართველოსთვის პრობლემების შექმნა. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა უნდა იყოს უფრო მტკიცე პოზიციაზე და უნდა იყოს უფრო ერთგული იმისთვის, რომ არ მიიღოს ეს შეთავაზება. ეს გულდასაწყვეტია", – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები