
პარალმენტის თავმჯდომარე ოპოზიციას ორი შეთავაზებით მიმართავს
18/11/2019 15:48:21 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 2020 წლის საპარტლამენტო არჩევნები ჩატარდება დღეისთვის არსებული შერეული სისტების პირობებში და როგორც ირწმუნება, ჩატარდება „თავისუფალ გარემოში კონკურენტულად“.
ამასთან ის ოპოზიციას ორი შეთავაზებით მიმართავს:
„მე ვთავაზობ ოპოზიციას, რომ საკითხების განხილვა მოხდეს საპარლამენტო დებატების ფორმატში. თუ მათ აქვთ არგუმენტები, თუ მათ შეუძლიათ, დაარწმუნონ ფართო საზოგადოება და არა მხოლოდ მათი მხარდაჭერების ის ნაწილი, ვინც დღეს პროტესტს გამოხატავს, გამოიყენონ საპარლამენტო ფორმატი – დებატების ნაწილი, ჩაერთონ დებატებში და დაუმტკიცონ საზოგადოებას, რომ ეს არგუმებნტები ღირს იმ დესტაბილიზაციის მცდელობად, რომელსაც ისინი მიმართავდნენ. რა თქმა უნდა, არ ღირს.
მეორე შეთავაზება – ეუთო–ს რეკომენდაციების ფარგლებში საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის პროცესი გავაგრძელოთ, ვინაიდან ამ სამუშაო პროცესის ფარგლებში ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად განვიხილავთ არჩევნებისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც 2020 წლის არჩევნებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. მივმართავ ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, ჩაერთოს პროცესში, რათა ჩვენ საშემოსდგომო სესიაზე ბოლომდე მივიყვანოთ ეუთო–ს რეკომენდაციების მიხედვით დაწყებული რეფორმა“,– განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
განახლება
ენმ–ის წევრ თინათინ ბოყუჩავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური დიალოგის შანსი ჰქონდა, თუმცა ეს რესურსი ამოწურა:
"სრული პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ ივანიშვილს შეუძლია მხოლოდ იმ მოთხოვნების სესრულება, რომელიც ჩვენ დავაყენეთ. ეს არის ვადამდელი არჩევნები, რომელსაც დროებითი მთავრობა ჩაატარებს. არ ვფიქრობ, რომ რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს ექნება სურვილი, თალაკვაძეს ესაუბროს საარჩევნო კანონში ცვლილებებზე, როდესაც რობოკოპებით გვარბევენ".
შეთავაზებას "მაიმუნობას" უწოდებს გაერთიანებული ოპოზიციის წევრი გიორგი ვაშაძე:
“რასაც ისინი გვთავაზობენ დიალოგი კი არა, მაიმუნობაა და არაფრის შესახებ წყლის ნაყვა. ჩვენი არაძალადობრივი წინააღმდეგობის მოძრაობს იკრებს ძალებს”.
"ევროპული საქართველოს" ერთ–ერთ ლიდერ გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიცია დიალოგისთვის მზადაა, თუმცა ხელისუფლება არა.
„ჯერ აღადგინოს სტატუს-კვო ე.წ. გერმანული მოდელი დაძრან, მიიღონ. ეს იქნება დიალოგის აღდგენა. მოვუწოდებ ივანიშვილსა და მის ყველა პოლიტიკურ ქვეშევრდომს, რომელიც დაამცირა მან, აღადგინონ დიალოგი, დროზე მიიიღონ ეს მოდელი და ეს იქნება პირველი ნაბიჯი კრიზისიდან გამოსვლის. თუმცა, ივანიშვილი არაა მზად დიალოგისთვის, სწორედ მან შეწყვიტა დიალოგი, როცა გადააგდო საზოგადოება. დაუბრუნდეს დიალოგს, მიიღოს პროპორციული სისტემა, გზა შეთავაზებული აქვს, ეს იქნება სიტუაციის განმუხტვა და შემდეგ იქნება დიალოგი," - განაცხადა ბოკერიამ.
ამასთან, როგორც ბოკერიამ აღნიშნა, პროტესტი გაგრძელდება.
„ამ ხალხს თუ სურს სპეცრაზმებით ატარონ ბიუროს სხდომები, ვნახოთ როგორ „გაქაჩავენ“. წააგებენ მწარედ. რაც შეეხება ამ პიარ ნაბიჯს, დიალოგი შეწყვიტეს მათ, როცა შეთანხმება დაარღვიეს. აღადგინონ ეს და შემდეგ დაიწყება რთული დიალოგი“, - განაცხადა ბოკერიამ.
ცნობისთვის: პარლამენტში ბიუროს სხდომა მას შემდეგ განახლდა, რაც სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელები ძალის გამოყენებით გაწმინდა დემონსტრანტებისგან. სხდომას, რომლსაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები ესწრებიან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უძღვება.
პარლამენტის წინ გრძელდება აქცია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან 20–ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდნენ.