
რა ბედი ეწია დემონსტრანტს, რომელსაც სპეცრაზმმა გადაუარა
18/11/2019 16:37:42 სხვა, საზოგადოება
დემონსტრანტი, რომელიც რუსთავლზე სპეცრაზმის წინ დაწვა და და ზედ ე.წ. „რობოკოპებმა“ გადაუარეს, მწერალი გენრი დოლიძე აღმოჩნდა. როგორც მწერალი ყვება, ის სამოქალაქო აქტივისტია და იმოქმედა ისე, რისი მოფიქრებაც და მაქსიმალურად მშვიდობიან ფორმებში გამოხატვაც აქციის დაშლის პროცესში შეძლო.
მწერალი ამბობს, რომ ის არის გამწარებული მოქალაქე, რომელსაც მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა წაართვა "სისხლის მოპოვებული პროპორციული სისტემა“, თავად კი, როგორც მოქალაქე აკეთებს იმას, რაც შეუძლია – გამოხატავს პროტესტს:
„გადამიარა რაზმმა, თავზე მაბიჯებდნენ. შემდეგ ჰამსვეს მანქანაში, რაღაც დრო იქ ვიყავი, შემდეგ კი გამარიდეს აქციას და ჩამომსვეს. არ ვბრაზობ პოლიციელებზე, ისინი საკუთარ მოვალეობას ასრულებენ. არც მათ უხარიათ დაშლა, თვალების დათხრა. ისინიც დაიღალნენ".
ის პროცესებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, რადგან ფიქრობს, რომ მან არჩევანის უფლება წაართვა და დღეს თუ პოლიციამ გადათელა, ხელისუფლებამ გადათელა ორი დღის წინ, როდესაც დაპირებულის შესრულებაზე უარი განაცხადა.
ის მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოხატონ პროტესტი, ვინაიდან ეს არ არის კონკრეტული პარტიების აქცია, არამედ აქციაა, რომელიც დანარჩენ აქციებს დაასრულებს.
რუსთაველზე აქცია გრძელდება. ოპოზიცია ამბობს, რომ გეგმები, მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენებისა, არ შეცვლილა, თუმცა დეტალურ სამოქმედო სტრატეგიას მოგვიანებით წარადგენს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაკავებულია 20–ზე მეტი ადამიანი.