Accentnews.ge
შს მინისტრი – პოლიციელებს: მინდა, გითხრათ მადლობა სამშობლოსთვის თავდადებული სამსახურისთვის

შს მინისტრი – პოლიციელებს: მინდა, გითხრათ მადლობა სამშობლოსთვის თავდადებული სამსახურისთვის

31/05/2023 07:40:24 სამართალი

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას სამართალდამცველებს, კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, დღეს ერთგვარი მადლიერების დღეა.

„დღეს ერთგვარი მადლიერების დღეა, მინდა კიდევ ერთხელ, ხმამაღლა, საჯაროდ და დამსახურებულად გითხრათ მადლობა უძილო ღამეებისთვის, სამშობლოსთვის თავდადებული სამსახურისთვის, დანაშაულთან დაუღალავი ბრძოლისთვის, საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად გადარჩენილი სხვა ადამიანების სიცოცხლისთვის. ასევე მსურს, მადლობა გადავუხადო თქვენს ოჯახებს - გულშემატკივრობის, თანადგომისა და მხარდაჭერისთვის“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელების ხსოვნას, წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი პოლიციების გმირობაზე დგას სახელმწიფო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S