
გომელაური: "საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება გაგვიჭირდებოდა, მადლობა მათ ღირსეული პარტნიორობისთვის"
31/05/2023 07:42:25 პოლიტიკა, სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საერთაშორისო პარტნიორებს მადლობას უხდის.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ განაგრძობს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზნით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. უწყების ინსტიტუციური გაძლიერების, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარებისა და დონორთა კოორდინაციის მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე გაგვიჭირდებოდა სამინისტროს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პროექტის განხორციელება. ჩვენ მათთან მრავალწლიანი, მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს. დღევანდელ ღონისძიებას ესწრებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. მინდა, პირადად ჩემი, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ქართული პოლიციის სახელით, ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის, თანადგომისა და ღირსეული პარტნიორობისთვის“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.