
შს მინისტრი: 2022-2023 წლებში პოლიციელების შრომის ანაზღაურება ჯამში 30%-ით გაიზარდა, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება
31/05/2023 07:50:13 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2022-2023 წლებში პოლიციელების შრომის ანაზღაურება ჯამში 30%-ით გაიზარდა, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ამის შესახებ მან პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მოგეხსენებათ, 2022-2023 წლებში, პოლიციელების შრომის ანაზღაურება ჯამში 30%-ით გაიზარდა. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. სახელმწიფოსთვის ასევე პრიორიტეტულია პოლიციელებისთვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, უკვე დაწყებულია მუშაობა „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ეს „ქალაქი“ თბილისში აშენდება და საწყის ეტაპზე, 1000-მდე პოლიციელი მიიღებს ბინას. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერს ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის და თითოეული პოლიციელის მუდმივი მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
31 მაისს საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება.