
შს მინისტრი: "არ დავუშვებ ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას და ყოველთვის ვიქნები მათი პატივისა და ღირსების სამართლიანი დამცველი"
31/05/2023 08:16:42 პოლიტიკა, სამართალი
"მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, არ დავუშვებ ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას და ყოველთვის ვიქნები თქვენი პატივისა და ღირსების ობიექტური, სამართლიანი დამცველი", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, "ამაყია, რომ ქვეყანას ასეთი ძლიერი და პროფესიონალი პოლიციელები ჰყავს".
„მეამაყება, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ძლიერი, პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული, კანონის აღსრულებასა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე ორიენტირებული პოლიცია. პოლიციელებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.