Accentnews.ge
გომელაური: დღეს საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა

გომელაური: დღეს საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა

31/05/2023 08:44:08 სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ქვეყანაში კრიმინალური სტატისტიკა შემცირებულია და დღეს საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა.

ჟურნალისტის კითხვაზე, "ბოლო პერიოდში მოხდა რამდენიმე მკვლელობა, დაჭრა ცენტრალურ უბნებში, არის თუ არა გაზრდილი კრიმინალი?", მინისტრმა შემდეგი განაცხადა:

„ამით გაიზარდა სტატისტიკა? თქვენ გვეუბნებით, რომ ჩვენ ვმალავთ? სტატისტიკა დაკლებულია და ყველაფერი არის მშვიდობიანად. ორი-სამი ფაქტი მოხდა, თუმცა ხომ იცით, რა არის მათემატიკა? თქვენ აპელირებთ, რომ მოხდა დანაშაული, მოხდა, ხვალაც მოხდება, ღმერთმა ქნას, არ მოხდეს, თუმცა სტატისტიკა არ გაზრდილა, დაკლებულია, ატყუებთ ხალხს. დღეს საქართველო ერთ-ერთი უსაფრთო ქვეყანაა ჩვენს ახლო სამეზობლოშიც და არანაკლებ ევროპასთან მიმართებითაც".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S