31-05-2023 16:03:10 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი მუმლაძის სისხლის სამართლის საქმის განხილვა დასრულდა. სასამართლომ მას 5 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.
„გადაწყვეტილება მიღებულია 5000 ლარიანი ჯარიმა! ჩვენ ვერ გაგვაჩერებენ, რადგან უნდა გავიმარჯვოთ მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის“ – წერს გიორგი მუმლაძე სოციალურ ქსელში.
გამოძიების ვერსიით, “ქართული ოცნების” ოფისთან 14 აპრილს გამართულ აქციაზე მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 14 აპრილს მმართველი პარტიის ოფისთან 5 აქტივისტი, მათ შორის გიორგი მუმლაძე დააკავეს. აქტივისტები აქციაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხუთდღიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმებას ითხოვდნენ.