Accentnews.ge
თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციის განახლებით იმუქრება

თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციის განახლებით იმუქრება

18/11/2019 18:37:30 სხვა, მსოფლიო

თურქეთი სირიის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაციის „მშვიდობის წყარო“ განახლებით იმუქრება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, თურქული მხარის ინფორმაციით, ქურთულ შენაერთებს სირია–თურქეთის საზღვრის ნაწილი სრულად არ დაუტოვებიათ. პერაციის შეწყვეტის ერთ–ერთ პირობად კი თურქეთი სწორედ აღნიშნულ მოთხოვნას ასახელებდა. 

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა შეთანხმება არ შეასრულეს, ჩვენ კი შევასრულეთ შეთანხმების ჩვენი ნაწილი. თუ შედეგს ვერ მივიღებთ, კვლავ გავიმეორებთ“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო, 17 ოქტომბერს ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკების შემდეგ კი სამხედრო ოპერაცია ანკარამ შეაჩერა. მოგვიანებით შეხვედრა შედგა კრემლის ლიდერთან და თირქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა 10–პუნქტიანი შეთანხმება დადეს. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S