Accentnews.ge
კორუფციის ბრალდებით დაკავებულ ბრაზილიის ექს–პრეზიდენტს თავისუფლების 8 წლითა და 10 თვით აღკვეთა მიესაჯა

კორუფციის ბრალდებით დაკავებულ ბრაზილიის ექს–პრეზიდენტს თავისუფლების 8 წლითა და 10 თვით აღკვეთა მიესაჯა

01/06/2023 07:50:15 მსოფლიო

ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ კორუფციასა და ფულის გათეთრებაში მსჯავრდებულ ყოფილ პრეზიდენტ ფერნანდო კოლორ დე მელოს თავისუფლების 8 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლომ გასულ კვირას 73 წლის ექს–პრეზიდენტი მისი სენატორობის პერიოდში სახელმწიფო ნავთობკომპანია Petrobras-ის შვილობილი კომპანიისგან 20 მილიონი რეალის (4 მილიონი აშშ დოლარი) ქრთამის აღების გამო დამნაშავედ სცნო.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ კოლორმა ქრთამი სამშენებლო კომპანიისთვის ხელშეკრულებების უკანონოდ გაფორმების სანაცვლოდ აიღო.

კოლორი ბრაზილიის პრეზიდენტის თანამდებობას 1989 წლიდან 1992 წლამდე იკავებდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S