
ზელენსკი ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე დასასწრებად მოლდოვაში ჩავიდა
01/06/2023 08:12:27 სამართალი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე დასასწრებად მოლდოვაში ჩავიდა.
ზელენსკი მიმის სასახლეში, სადაც ხსენებული სამიტი ტარდება, უკვე მივიდა. მას მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ დახვდა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მას ბევრი ორმხრივი შეხვედრა ექნება. იგი განსახილველ საკითხებს შორის ქვეყნის თავდაცვის ძალებისთვის ავიაგამანადგურებლების მიწოდებას, ევროკავშირსა და ნატო–ში უკრაინის ინტეგრაციას და უკრაინის „მშვიდობის ფორმულას“ ასახელებს.
სამიტს 50-ზე მეტი ევროპელი პრეზიდენტი და ლიდერი, მათ შორის საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.