ხათუნა სამნიძე: „ქართულ ოცნებაში" განცდა აქვთ, რომ პრეზიდენტმა შესაძლოა, გვარამია შეიწყალოს
01/06/2023 09:20:50 პოლიტიკა
„ქართულ ოცნებაში" განცდა აქვთ, რომ პრეზიდენტმა შესაძლოა, გვარამია შეიწყალოს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება მუქარის თაობაზე ნიშნავს იმას, რომ მმართველი პარტია მასზე გავლენის მოხდენას მუქარის და შანტაჟის გზით ცდილობს.
"შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს გვარამიას, ადრეც გამომითქვამს. ვფიქრობ, კონკრეტულ მომენტში, როცა ამას ექნება პოლიტიკურად სხვა დატვირთვა, ვფიქრობ, რომ მან შესაძლოა გამოიყენოს ეს უფლებამოსილება. მისი გაფრთხილება "ქართული ოცნების" კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ "ქართული ოცნება" მუქარით, შანტაჟით და თითის ქნევით ცდილობს ზეწოლა მოახდინოს პრეზიდენტზე, რადგან როგორც ჩანს განცდა აქვთ, რომ შესაძლოა პრეიდენტმა გვარამია შეიწყალოს,"- განაცხადა სამნიძემ.


