
დათო ტურაშვილი: „ყველა ბრძოლას აქვს აზრი!“
18/11/2019 21:14:25 სხვა, საზოგადოება
მწერალ დათო ტურაშვილის შეფასებით, „ქართულ ოცნებაში“ ვერც ხვდებიან, რა სეცდომა დაუშვეს, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ ა შეცდომას უკეთესი საქართველო მოჰყვება. საუბარია „ქართული ოცნების“ თავმჯომარის მიერ 20–21 ივნისის მოვლენების შემდეგ გაცემულ დაპირებაზე, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით შეხვდებოდა, თუმცა საბოლოოდ მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა პირობა არ შეასრულა. პარლამენტში კანონპროექტის ჩაგდებას კი პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანა მოჰყვა.
ტურაშვილის თქმით, 2020 წლისთვის პროპორციული სისტემა ქვეყნის დემოკრატიული კუთხით განვითარებისთვის იდეალური იქნებოდა, თუმცა ხელისუფლებამ საშიში გადაწყვეტილება მიიღო.
„ეს წარმოუდგენელი გადაგდება რომ არ მომხდარიყო, ვერ მოიგებდნენ არჩევნებს უმრავლესობით, ეს იქნებოდა მრავალფეროვანი პარლამენტი თავისი კონკურენციითა და დემოკრატიისკენ, თანამედროვე სახელმწიფოსკენ დიდი ნაბიჯით. რა პრობლემა ექნბოდა ივანიშვილს? იცხოვრებდა საქართველში. როგორც კი მის დაჩაგვრას დაიწებდნენ, ისევე დავიცვდით, როგორც ახლა ვიცავთ მისი ხელისუფლებისგან ჩაგრულებსა და დევნილებს. წინა და იმის წინა ხელისუფლების დროსაც ასე ვიქცეოდით. ამიტომ, ეს ტრაგედიის საფუძველი არაა. ისე მიხაროდა, მეთქი ისტორიული გადაწყვეტილება [პროპორციული არჩევნები] მიიღეს. ვისაც ვინ მოსწონს, ის იქნებოდა პარლამენტში. ეს იდეალური იქნებოდა 2020 წელს. ამ იდეალურზე თქვეს უარი და ეს არის ძალიან საშიში ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბედნიერება თავისუფლებისთვის რძოლაშია. სვანურ ფოლკლორში არის ასეთი ლექსი – ყოველთვის ყველა ბრძოლას აქვს აზრი. მეც დარწმუნებული ვარ, სულ უნდა ვიბრძოლოთ და შედეგი ყველა ვარიანტში გვექნება. ამიტომ არაფრის შეგეშინდეთ. ჩემი შცილების თაობას რომ ვუყურებ, წარმოუდგენელია, მათ ეს ქვეყანა დათმონ. მათ მთავარი იციან, რომ ტყუილში ცხოვრება შეუძლებელია. ვერც ვაგებინებ, რა მოხდა. ეს გადაგდება მათთვის წარმოუდგენელია. სხვათა შორის, სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებაში“ ვერც ხვდებიან, რა შეცდომა დაუშვეს. ამ შეცდომას ყველა ვარიანტში მოჰყვება უკეთესი საქართველო“,– განაცხადა ტურაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველზე პროტესტი პარლამენტის მიერ კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის ჩაგდების შემდეგ დაიწყო, თუმცა 17 ნოემბერს მასშტაბური აქცია გაიმართა და დემონსტრანტებმა საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელი პიკეტირება მოახდინეს. 18 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში პიკეტი პოლიციამ ძალის გამოყენებით მოხსნა და ამის შემდეგ პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს სხდომა დაგვიანებით განახლდა. პარლამენტში არ შეუშვეს ჟურნალისტები. სხდომას, რომელსაც პარლამენტის თავმჯდმარე უძღვებოდა, მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები ესწრებოდნენ. არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას საპარლამენტო დებატებში ჩართვისკენ მოუწოდა. ოპოზიციის განცხადებით კი ახლა დებატების დრო არაა, ხელისუფლებამ კი დიალოგის რეჟიმი ამოწურა.
ოპოზიციური ლიდერები დღეს დიპლომატებსაც შეხვდნენ.
რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებისას 20–მდე პირი დააკავეს. ოპოზიცია ამბობს, რომ უკან დახევას არ აპირებს.