Accentnews.ge
IRI: პოლიტიკოსების რეიტინგში ბაქრაძე ლიდერობს, ივანიშვილი კი მე–11 პოზიციას იკავებს

IRI: პოლიტიკოსების რეიტინგში ბაქრაძე ლიდერობს, ივანიშვილი კი მე–11 პოზიციას იკავებს

18/11/2019 21:55:12 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხის მიხედვით, რესპონდეტთა 57%-ის კეთილგანწყობით "ევროპილი საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე სარგებლობს, მეორე ადგილზეა დედაქალაქის მერი კახა კალაძე 49%-ით, მესამეზე - "შენების მოძრაობის" დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი 47%–თ, მას 41%–ით მოსდევს ენმ–ის წევრი გრიგოლ ვაშაძე. შემდეგ პოზიციას ალესანდრე ელისაშვილი იკავებს 39%–ით.

რაც შეეხება დანარჩენ პოლიტიკოსებს, მათ მიმართ კეთილგანწყობის პროცენტული მაჩვენებელი ასე გამოიყურება: პრემიერი გიორგი გახარია - 39%; "ლეიბორისტების" ლიდერი შალვა ნათელაშვილი - 39%; გაერთიანებული პოლიზიციის წევრი გიორგი ვაშაძე - 34%; ენმ–ის წევრი ნიკა მელია - 34%; თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი - 33%; "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშივლი - 32%; "დემოკრატიული საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე - 31%; "ევროპული საქართველოს" წევრი გიგი უგულავა - 31%; მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე - 29%; "პატრიოტთა ალიანსის" ერთ–ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი - 29%; პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე - 25%; პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - 23%; კახა შარტავა - 19%; ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 14%; ლევან იოსელიანი - 3%.

კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევას კოორდინაციას უწევდა კვლევითი კომპანიის „ბალტიის კვლევები/გელაპის ორგანიზაციის“ წარმომადგენელი, დოქტორი რასა ალისაუსკიენე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით.

კვლევა განხორციელდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მკვიდრმა 18 წლის ასაკიდან. შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ზუსტად ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის გათვალისწინებით. გამოყენებული იქნა მრავალსაფეხურიანი ალბათობის მეთოდი, შემთხვევითი მარშრუტისა და შემდგომი დაბადებისდღის მქონე რესპოდენტის შერჩევის კრიტერიუმით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S