Accentnews.ge
მასშტაბური ოპერაცია თურქეთში – 133 სამხედროს დაკავების ბრძანება გაიცა

მასშტაბური ოპერაცია თურქეთში – 133 სამხედროს დაკავების ბრძანება გაიცა

19/11/2019 05:55:27 სხვა, მსოფლიო

თურქეთში 133 სამხედრო პირის დაკავების ორდერი გასცეს. მათ თურქ სასულიერო პირ ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირს ედავებიან. მოგეხსენებათ, გიულენს თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, პოლიციის რეიდი იზმირის პროვინციაში ჩატარდა.

სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან სამი წლის შემდეგ, დაკავებულია 77 ათასი ადამიანი, 150 ათასზე მეტი სახელმწიფო მოხელე კი სამსახურებიდან გაათავისუფლეს, რის გამოც, ანკარას საერთაშორისო საზოგადოება მკაცრად აკრიტიკებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S