ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე $40 მლნ გამოიტანა, გაიყიდა მხოლოდ $17,1 მლნ

02-06-2023 16:54:31 ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 17 100 000 აშშ დოლარი გაყიდა.

"2023 წლის 2 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ - ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ.

აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 17 100 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6330 შეადგინა", - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები