ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

02-06-2023 17:21:04 ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი – 2.6335 ლარი ეღირება, ევრო – 2.8376 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3011 ლარი.

დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6396 ლარი ღირდა, ევრო – 2.8278 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2897 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 3 ივნისს ამოქმედდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 40 მლნ დოლარი გამოიტანა, საიდანაც მხოლოდ 17.1 მლნ დოლარი გაყიდა.

Новости

Другие новости