10–დღიანი ძებნის შემდეგ ბორჯომელი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

02-06-2023 17:42:34 სამართალი

10–დღიანი ძებნის შემდეგ ბორჯომელი ახალგაზრდა სოფელ გომთან გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, წყლიდან გამორიყული ცხედარი სავარაუდოდ, მწყემსმა ნახა.

ვახო მეტრეველს მაშველები 22 მაისიდან ეძებდნენ, სწორედ ამ დღეს, გამთენიისას საკუთარ სახლში გარდაიცვალა მისი ძმა, ბორჯომელი ბიზნესმენი ნიკოლოზ მეტრეველი.

"ნიკოლოზ მეტრეველისგან ქრთამის სახით, დიდი ოდენობის თანხის მითვისება 2020 წელს, ბორჯომის ყოფილმა მერმა ლევან ლიპარტიამ და გიორგი გოგიჩაიშვილმა სცადეს, ამ ფაქტის გამო, მუნიციპალიტეტის პირველი პირები დააკავეს.

გასული წლის 3 ნოემბერს, ბორჯომში, მეტრეველის ავტომობილი დაიწვა. მაშინ ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ ბიზნესზმენის მანქანა მიზანმიმართულად დაწვეს. ამ საკითხთან დაკავშირებით მეტრეველმა "სამხრეთის კარიბჭესთან" მხოლოს ის თქვა, რომ მანქანა გამართული ჰყავდა.

რა მუხლით დაიწყო გამოძიება მომხდარზე უცნობია", – იუწყება "სამხრეთის კარიბჭე".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები