Accentnews.ge
აფხაზეთში ტყის ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ

აფხაზეთში ტყის ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ

19/11/2019 06:11:18 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, მაღალმთიანი სოფლის ფსხუს ტყის მასივში ძლიერი ხანძარია. რუსეთისა და დე ფაქტო მთავრობის ერთობლივი ძალისხმევის მიუხედევად, ძლიერ ცეცხლს ამ დრომდე ვერ აქრობენ. 

აფხაზური მედიის ცნობით, ცეცხლი 11 000 ჰექტარზეა გავრცელებული. კვამლი შეინიშნება სოხუმის, გულირიფშის და გაგრის რაიონებში. 

აფხაზური მედიის ცნობით, ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში რუსული ავიციაა ჩართული. „მი-8“ ტიპის ვერტმფრენმა და და “ბე-200“ ტიპის თვითმფრინავმა ცეცხლის ჩასაქრობად დაახლოებით 651 ტონა წყალი უკვე გამოიყენა. ოკუპირებულ რეგიონში რუსეთისგან დამატებით დახმარებას ელოდებიან.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S