სასამართლომ ბექა გრიგორიადისი 2000 ლარით დააჯარიმა

02-06-2023 20:49:05 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ენუქიძემ ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი სამართალდამრღვევად ცნო და 2000 –ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

ბექა გრიგორიადისი იმ დროს დააკავეს, როცა პარლამენტტან კარვის გაშლას ცდილობდა.

გრიგორიადისს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდნენ, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

მას პოლიციამ კარვის გაშლის საშუალება 29 მაისსაც არ მისცა. მან შვილის გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ „ერთი კაცის აქცია" დაიწყო, რომელსაც სხვა მოქალაქეებიც უერთდებიან.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ აქციის მონაწილის მხრიდან კარვის გაშლა გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება და შსს–ს მოუწოდებს, არ მოახდინოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები