პარლამენტთან აქციაზე სამი პირი დააკავეს

03-06-2023 00:04:53 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სამი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, სამივე პირი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად არის დაკავებული.

როგორც ცნობილია, დაკავებულია ასევე ადვოკატი შოთა თუთბერიძე.

პარლამენტთან უკვე რამდენიმე დღეა, აქტივისტები მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციას მართავენ. გუშინ პოლიციამ გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი მაშინ დააკავა, როდესაც იგი კარვის გაშლას ცდილობდა. დღეს სასამართლომ მას 2000–ლარიანი გირაო დააკისრა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები