ინდოეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 288-მდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 900 ადამიანი

03-06-2023 10:32:23 მსოფლიო

ინდოეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 288-მდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 900 ადამიანი, ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

შემთხვევა ოდიშას შტატში მოხდა.

მედიის ცნობით, ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და მეორე მატარებელს შეეჯახა.

ოდიშას სახანძრო სამსახურის გენერალური დირექტორის განცხადებით, ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები, რომელშიც 700-მდე ადამიანია ჩართული.

ინდოეთში 3 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ინდოეთში 1981 წელს მოხდა ყველაზე მასშტაბური სარკინიგზო ავარია, რომლის დროსაც 800 ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები