თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის საავადმყოფოთა ქსელ „მედიქალპარკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

03-06-2023 11:06:36 თავდაცვა ,რეკლამა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის Mlp Care ჯგუფის საავადმყოფოთა ქსელ „მედიქალპარკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

"თავდაცვის სამინისტროში ოფიციალურ დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუბუნაურმა და Mlp Care ჯგუფის საავადმყოფოთა ქსელის სამსუნ „მედიქალპარკის“ დირექტორმა ჰაქან ოზჯანმა მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო და სამოქალაქო პირებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებას ისახავს. თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის სამედიცინო პერსონალისთვის გამოცდილების გაზიარებას და ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელებას"- ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები