Accentnews.ge
ბათუმში აქციაზე დაკავებული 6 პირიდან 3 გაათავისუფლეს

ბათუმში აქციაზე დაკავებული 6 პირიდან 3 გაათავისუფლეს

04/06/2023 06:50:59 სამართალი

ბათუმში 3 ივნისს გამართულ აქციაზე დაკავებული ექვსი პირიდან სამი გაათავისუფლეს, ისინი არასრულწლოვნები არიან.

წინასწარი დაკავების იზოლატორში კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები - მირდატ ქამადაძე, ლევან გორგილაძე და თამაზ მახარაძე რჩებიან.

დაკავებულები გვიან ღამით სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა.

ბათუმში ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა და პარტია "ლელოს" ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა თბილისში მიმდინარე აქციას - “დაიცავი გამოხატვის თავისუფლება” - სოლიდარობა გამოუცხადეს. ევროპის მოედანზე შეკრებილები აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში დასაცავია გამოხატვის თავისუფლება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი კირთაძის განცხადებით, ბათუმში აქციაზე მოქალაქეები "Говорит Москва" წარწერის გამო დააკავეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S