Accentnews.ge
საინფორმაციო ოპერაციების კურსი დასრულდა

საინფორმაციო ოპერაციების კურსი დასრულდა

04/06/2023 08:37:54 თავდაცვა, რეკლამა

კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში საინფორმაციო ოპერაციების კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მისი ცნობით, კურსდამთავრებულებს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ სიტყვით მიმართა, კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თავდაცვის ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო ოპერაციების ოფიცრებისთვის გაერთიანებული კურსი ამერიკელმა და ბრიტანელმა მენტორებმა ჩაატარეს. 4-კვირიანი სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსის მიზანს საინფორმაციო ოპერაციებთან დაკავშირებული ელემენტების შესწავლა, პრაქტიკული სამუშაოების შესრულება და დაგეგმვის პერსპექტივების შემუშავება წარმოადგენდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S