
რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით 6 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის 4 მცირეწლოვანია
19/11/2019 06:58:49 სხვა, სამართალი
რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით 6 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის 4 მცირეწლოვანია. შემთხვევა წუხელ, ჩოხელის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოხდა. დაშავებულები კლინიკა „რუსთავში" არიან ჰოსპიტალიზებულები.
ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი, ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული გაზდანადგარიდან CO-ს გაჟონვა გახდა.