
სვანეთში ხანძრის ქრობის პროცესში დამატებით 90-მდე მეხანძრე ჩაერთო
19/11/2019 07:00:00 სხვა, რეგიონები
მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფლების, ცხუმარის და ეცერის მახლობლად გაჩენილი ტყის ხანძრების ქრობის პროცესში დილიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო.
ამ დროისთვის ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.
ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში სულ 140-მდე მეხანძრე-მაშველი იღებს მონაწილეობას. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. ადგილზე მუშაობს რეგიონული სატყეო სააგენტოს 30-მდე თანამშრომელიც.