Accentnews.ge
მარტვილში ხანძარია

მარტვილში ხანძარია

19/11/2019 07:18:56 სხვა, რეგიონები

მარტვილის მუნიციპალიტეტში ხანძარია. სოფელ საალხინოსა და ტალერს შორის ტყის მასივი იწვის. 

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის განცხადებით, ადგილზე მუშაობენ სამაშველო-სახანძრო სამსახურის ბრიგადები.

შეგახსენებთ, რომ ხაძარია სვანეთშიც. მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფლების, ცხუმარის და ეცერის მახლობლად გაჩენილი ტყის ხანძრების ქრობის პროცესში დილიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო.

ამ დროისთვის ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. 

ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში სულ 140-მდე მეხანძრე-მაშველი იღებს მონაწილეობას. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. ადგილზე მუშაობს რეგიონული სატყეო სააგენტოს 30-მდე თანამშრომელიც. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S