Accentnews.ge
"ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში" ევაკუაცია გამოცხადდა

"ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში" ევაკუაცია გამოცხადდა

05/06/2023 07:18:53 სამართალი

თბილისში, ერთ-ერთ კერძო სკოლაში - "ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში", რომელშის საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები ერთ სივრცეში სწავლობენ, ევაკუაცია გამოცხადდა. სკოლის ადმინისტრაციამ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო შეტყობინება შენობაში ბომბის არსებობის შესახებ.

ადმინისტრაციაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. ინფორმაცია რადიო თავისუფლებამ ერთ-ერთი მშობლისგან მიიღო, რომელსაც ელექტრონული ფოსტის საშუალებით აცნობეს, რომ მის შვილს ევაკუაციის გამო გაკვეთილები არ უტარდებოდა.

რაიმე სახის ასაფეთქებლის არსებობა ჯერ არ დადასტურებულა. იმავე მშობლის ინფორმაციით, ახლა სკოლაში საგამოცდო პერიოდია.

"დილით ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ მიიღო წერილი შენობაში ბომბის არსებობის შესახებ. ბრიტანულ-ქართული აკადემია და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები ევაკუირებული არიან უსაფრთხოდ ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე... არ მიხვიდეთ სკოლის ტერიტორიაზე", - წერია მშობლებისთვის გაგზავნილ წერილში.

განახლება:

"ბრიტანულ-ქართული აკადემიის" ტერიტორიაზე სახიფათო მოწყობილობები ვერ აღმოაჩინეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S