Accentnews.ge
"ოცნების" წევრი დეპუტატი: "არავის გვინდა, კადიროველი ბიზნესმენების სათარეშოდ იქცეს ეს ქვეყანა"

"ოცნების" წევრი დეპუტატი: "არავის გვინდა, კადიროველი ბიზნესმენების სათარეშოდ იქცეს ეს ქვეყანა"

05/06/2023 12:00:05 პოლიტიკა

მმართველი პარტია "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ საქართველოში ძალოვანი აქცენტების მქონე პირთა ხილვა არ მოსწონს.

"რა თქმა უნდა, არავის გვინდა, კადიროველი ბიზნესმენების სათარეშოდ იქცეს ეს ქვეყანა. ნამდვილად არ გვინდა. მით უმეტეს, რაღაც ძალოვანი აქცენტების მქონე ვიღაც ადამიანების, გაუგებარის, რომელთაც თავიანთ ქვეყანაში და არა საქართველოში, როგორც ბევრი წერდა სოციალურ მედიაში, იარაღებით აქვთ ფოტოები გადაღებული და ა.შ. მიუხედავად ამისა, მე რამდენადაც მოვიკითხე, მათ არც ოკუპაციის კანონი ჰქონდათ დარღვეული და არც ისეთი ქმედება ჰქონდათ ჩადენილი, რომელიც მესაზღვრეს მიანიშნებდა ცალსახად, რომ მათი ქვეყანაში შემოშვება არ შეიძლება. მიუხედავად ამისა, სურვილს თუ მეკითხებით, დიახ, არ მომწონს ასეთი აქცენტის მქონე ადამიანების ხილვა საქართველოში. მეც მოვიკითხე პირადად და როგორც ვიცი, წავიდნენ, შემოვიდნენ, დაისვენეს და გავიდნენ", – განაცხადა დავითულიანმა.

იხილეთ ასევე: მედიასა და სოცქსელებში „კადიროველების“ საქართველოში ჩამოსვლაზე იუწყებიან, დეპუტატი "ოცნებიდან" აღნიშნულს უარყოფს .

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S