Accentnews.ge
მდინარაძე – ჩეჩნეთიდან ჩამოსულ პირებზე: მებაჟემ როგორ უნდა გაიგოს ამბავი, თუ არ არის ძებნილთა სიაში და ოკუპაციის შესახებ კანონი არ აქვს დარღვეული?!

მდინარაძე – ჩეჩნეთიდან ჩამოსულ პირებზე: მებაჟემ როგორ უნდა გაიგოს ამბავი, თუ არ არის ძებნილთა სიაში და ოკუპაციის შესახებ კანონი არ აქვს დარღვეული?!

05/06/2023 13:10:38 პოლიტიკა

"მებაჟემ როგორ უნდა გაიგოს ამბავი, თუ არ არის ძებნილთა სიაში, თუ ოკუპაციის შესახებ კანონი არ აქვს დარღვეული - რადგან დარღვეული არ ჰქონდა, როგორც ჩანს შემოუშვა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან განმარტა, თუ რა შემთხვევაში აქვს მესაზღვრეს საზღვარზე პირის შეჩერების უფლება.

„მთავარი იცით, რა არის? რამდენი ათასი ტურისტი შემოდის საქართველოში, თქვენ და „ნაცმოძრაობა“ სათითაოდ დასდევთ. ის „ნაცმოძრაობა“, რომელსაც ჯერ კიდევ 2010 წელს რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ცალმხრივად არ ჰქონდა დაწესებული. ჯერ ჩეჩნეთის და საქართველოს მოსაზღვრე რუსეთის სხვა მოქალაქეებისთვის დააწესეს უვიზო რეჟიმი, ეს იყო 2010 წელს. ახლა, იგივე ხალხი დასდევს ამ მოქალაქეებს, რომელი, რა სტატუსით არის, "კადიროველია" თუ არა და ა.შ. საზღვარზე შეჩერების, უარის თქმის და ა.შ. ერთადერთი კრიტერიუმი უნდა იყოს რაიმე კონკრეტული ინფორმაცია. ვთქვათ, შეიძლება პროვოკაცია ეწყობა ან მსგავსი რაღაც ქვეყნისა და მისი ეროვნული ინტერესებისთვის, არასასურველი სხვადასხვა ინფორმაცია და ეს მებაჟემ უნდა გადაწყვიტოს ან დარღვეული უნდა ჰქონდეს „ოკუპაციის შესახებ კანონი“. სხვა შემთხვევაში, მებაჟე არცერთ ადამიანს არ აჩერებს“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ჩეჩნების საქართველოში შემოსვლის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელებიდან მიიღო:

„ეს ამბავი სოციალურ ქსელებიდან გავიგე, როგორც ამ ქვეყნის ბევრმა მოქალაქემ და მებაჟემ როგორ უნდა გაიგოს ამბავი, თუ არ არის ძებნილთა სიაში, თუ მითითება არ არის რაიმე პროვოკაციის შესახებ, თუ ინფორმაცია არ არის რაიმე პროვოკაციული მოქალაქეების შესახებ, თუ ოკუპაციის შესახებ კანონი არ აქვს დარღვეული. სხვა შემთხვევაში მას არ აქვს უფლება, რომ შეაჩეროს ან სხვა გადაწყვეტილება მიიღოს. ამ შემთხვევაში, რადგან დარღვეული არ ჰქონდა, როგორც ჩანს შემოუშვა. ანტიპუტინისტი ვინოკუროვის შემოშვებაზე რა ამბავი ატეხეთ, ალბათ ძალიან კარგად გახსოვთ“.

იხილეთ ასევე: მედიასა და სოცქსელებში „კადიროველების“ საქართველოში ჩამოსვლაზე იუწყებიან, დეპუტატი "ოცნებიდან" აღნიშნულს უარყოფს .

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S