
სვანეთისა და მარტვილის შემდეგ ხანძარი ამბროლაურშიც გაჩნდა
19/11/2019 07:54:03 სხვა, საზოგადოება
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფელ აბარის ტყეში ხანძარია.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორ არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, ღია კერები ადგილზე არ არის და ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ბალახსა და ბუჩქებს უკიდია. მისივე თქმით, ცეცხლის კერების ნაწილი უკვე ჩამქრალია და დასახლებულ პუნქტზე ცეცხლის გადასვლის საფრთხე არ არსებობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უკვე დაწყებულია ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე კვლავ იმყოფებიან მეხანძრე მაშველები.
შეგახსნებეთ, რომ გარდა აბარის ტყისა, ხანძარია სვანეთში და მარტვილის მუნიციპალიტეტში.